გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოებს, შევამოწმეთ ყველა საქაღალდე და მოვიყვანეთ ყველა შექმნილი დოკუმენტი წესრიგში. მოვახდინეთ პორტფოლიოების ატვირთვა და გამოვაქვეყნეთ ბმული ბლოგზე. ტრენინგი წარიმართა საინტერესოდ.დავასრულეთ ტრენინგი და დავემშვიდობეთ ტრენერს გიორგი ხომასურიძეს.
Saturday, October 15, 2016
მერვე დღის რეფლექსია
დავამთავრეთ პროექტის საპრეზენტაციო დოკუმენტზე მუშაობა, რომლის აგებაზეც გამოვიყენეთ ჩვენს საქაღალდეში სხვა ტრენინგებზე გაკეთებული და შენახული ინფორმაციები. გაკეთებული ყველა დოკუმენტი მოვიყვანეთ წესრიგში.
Friday, October 14, 2016
მეშვიდე დღის რეფლექსია
გავეცანით პროექტის პრეზენტაციის შაბლონს, ვიმუშავეთ მის შევსებაზე, მოვახდინეთ ინტერნეტიდან საჭირო მასალების გადმოწერა, შენახვა და შემდეგ გამოყენება.
გავეცანით საავტორო უფლებების შაბლონს და შევიტანეთ მასში სათანადო ინფორმაცია.
Sunday, October 2, 2016
მეექვსე დღის რეფლექსია
მოვახდინეთ სასწავლო პროექტის გეგმის სრულყოფა. გავეცანით და შევიმუშავეთ წინარე ცოდნის, სასწავლო პროცედურების, დიფერენცირებული სწავლების საკითხები. ტრენინგი წარიმართა საინტერესოდ.
Saturday, October 1, 2016
მეხუთე დღის რეფლექსია
შევადგინეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი, რისთვისაც გავეცანით დაკვირვების საკონტროლო ფურცელს, თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის, წახალისების ინსტრუმენტებს. ტრნინგი წარიმართა საინტერესოდ.