Tuesday, October 18, 2016

ჩემი პორტფოლიო

მეცხრე დღის რეფლექსია

გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოებს, შევამოწმეთ ყველა საქაღალდე და მოვიყვანეთ  ყველა შექმნილი დოკუმენტი წესრიგში. მოვახდინეთ პორტფოლიოების ატვირთვა და გამოვაქვეყნეთ  ბმული ბლოგზე. ტრენინგი წარიმართა  საინტერესოდ.დავასრულეთ ტრენინგი და დავემშვიდობეთ  ტრენერს გიორგი ხომასურიძეს.

Saturday, October 15, 2016

მერვე დღის რეფლექსია

დავამთავრეთ პროექტის საპრეზენტაციო დოკუმენტზე მუშაობა, რომლის აგებაზეც გამოვიყენეთ ჩვენს საქაღალდეში  სხვა ტრენინგებზე გაკეთებული  და შენახული ინფორმაციები. გაკეთებული ყველა დოკუმენტი მოვიყვანეთ წესრიგში.

Friday, October 14, 2016

მეშვიდე  დღის რეფლექსია

გავეცანით პროექტის   პრეზენტაციის შაბლონს, ვიმუშავეთ მის შევსებაზე, მოვახდინეთ ინტერნეტიდან საჭირო მასალების გადმოწერა, შენახვა და შემდეგ გამოყენება.
  გავეცანით საავტორო უფლებების შაბლონს და შევიტანეთ მასში სათანადო  ინფორმაცია. 

Sunday, October 2, 2016

 მეექვსე დღის რეფლექსია

მოვახდინეთ სასწავლო პროექტის გეგმის სრულყოფა. გავეცანით და შევიმუშავეთ წინარე ცოდნის, სასწავლო პროცედურების, დიფერენცირებული სწავლების საკითხები. ტრენინგი წარიმართა საინტერესოდ.

Saturday, October 1, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

შევადგინეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი, რისთვისაც გავეცანით დაკვირვების საკონტროლო ფურცელს, თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის, წახალისების ინსტრუმენტებს. ტრნინგი წარიმართა საინტერესოდ.

Sunday, September 25, 2016

  მეოთხე დღის რეფლექსია

 გავაგრძელეთ მუშაობა პროექტზე, კონკრეტულად ჩამოვყალიბდით პროექტის მიზნებში და  სასწავლო შედეგებში, მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებში და  გავეცანით შეფასების სხვადასხვა სტრტეგიებს.მივიღეთ დავალება -KWL-ცხრილებში სამუშაოდ. ტრენინგი წარიმართა საინტერესოდ.

Saturday, September 24, 2016

                                                   მესამე ტრენინგ დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ პროექტის  თემის შერჩევაზე,  განვსაზღვრეთ მისი შინაარსი და ეს ყველაფერი მოვიყვანეთ სტანდარტთან შესაბამისობაში. დავადგინეთ პროექტის სასწავლო მიზნები და მისაღწევი შედეგები. განვსაზღვრეთ პროექტის ირგვლივ ზოგადი, თემატური და  შინაარსობრივი კითხვები.  ტრენინგის თემა აქტუალურია.

Sunday, September 18, 2016

                                       პირველი მოდულის რეფლექსია

 2016 წლის  სექტემბრის თვეში დავიწყე ინტელის მესამე დონის ტრენინგის მოსმენა, რომელიც  ითვალისწინებს პროექტებით სწავლებას, ტრენინგი დაიწყო საინტერესოდ, ტრენერი არის გასაგებად მოსაუბრე, რამაც განაპირობა ის ფაქტი,რომ იოლად ავითვისეთ ბლოგის მოხმარების, საქაღალდის შექმნის, ინტერნეტში მასალების მოძიების,  გადმოწერის მეთოდებს ბროშურის შესაქნელად.